ცერნი და მედიცინა

   

   ადრონული თერაპია კიბოს უჯრედებს ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად ანადგურებს, ამბობს ცნობილი მეცნიერი გია დვალი. 
   ფიზიკოსი გია დვალი, რომელიც ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და ადრონული თერაპიის მეგაპროექტზე იწყებს მუშაობას, ადრონულ თერაპიაზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, იძლევა საშუალებას, კიბოს უჯრედები ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად განადგურდეს.
   „ადრონული თერაპიის გარშემო აგებული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის არსი შემდეგია:
   სიმსივნის ადრონული თერაპია ეს არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად. ეს დარგი ეფუძნება ნაწილაკების ამაჩქარებელზე წარმოებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის კვლევებს, მაგრამ ასევე  აქვს უმნიშვნელოვანესი სამედიცინო გამოყენება.
   პროექტის იდეაა, რომ საქართველოში შეიქმნას ადრონული თერაპიის კვლევებისთვის აუცილებელი ამაჩქარებელი შესაბამისი ინფრასტრუქტურით და კვლევის ამ მიმართულების გარშემო აეწყოს საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრი, ტექნოლოგიური ინსტიტუტის სახით, რომელიც ერთგვარი ლოკომოტივის როლს შეასრულებს ზოგადი მეცნიერული და სასწავლო დონის ამაღლებისთვის ქვეყანაში. პროექტი უნიკალურია ასევე იმით, რომ მრავალმხრივი მნიშვნელობა აქვს: 
   1) სამეცნიერო-კვლევითი 2) საგანმანათლებლო 3) ინტერდისციპლინარული 4) სამედიცინო 5) სოციალური 6) ჰუმანური 7) რეგიონული. ეს პროექტი ბუნებრივად შეასრულებდა ერთ-ერთ წამყვან როლს საქართველოს CERN-თან თანამშრომლობასა და სხვა საერთაშორისო სტრუქტურებთან ინტეგრაციაში.
    რაც შეეხება რეალისტურობას, გასაკვირი არაა, რომ ქვეყნისათვის ასეთი მნიშვნელოვანი პროექტი ურთულესი განსახორციელებელია. იდეამ პროგრამის სახე მიიღო ბიძინა ივანიშვილის აქტიური მონაწილეობით, რომელიც, ამის გარდა, თავის თავზე იღებს სრულ ფინანსურ მხარდაჭერას. თუ ამას დავუმატებთ რომ არსებობს მეცნიერ ლიდერთა ჯგუფი, აუცილებელი პირობა, რაც პროექტის წარმატებისთვის განმსაზღვრელი რჩება, არის მთავრობისა და პარლამენტის მხრიდან აქტიური მხარდაჭერა.
    2015 წლის თებერვალში ფიზიკომა გია დვალმა ადრონულ თერაპიის არსის შესახებ ისაუბრა. დვალის განმარტებით, ადრონული თერაპია კიბოს უჯრედების ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად განადგურების საშუალებას იძლევა:
   „ადრონული თერაპიის გარშემო აგებული საგანმანათლებლო-კვლევითი ცენტრის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის არსი შემდეგია:
   სიმსივნის ადრონული თერაპია ეს არის მეცნიერული კვლევის ერთ-ერთ უახლეს მიმართულებაზე დაფუძნებული თერაპიის მეთოდი, რომელიც მაქსიმალურად ეფექტიანად ანადგურებს კიბოს უჯრედებს, ჯანსაღი უჯრედების დაუზიანებლად. ეს დარგი ეფუძნება ნაწილაკების ამაჩქარებელზე წარმოებულ მაღალი ენერგიების ფიზიკის კვლევებს, მაგრამ ასევე  აქვს უმნიშვნელოვანესი სამედიცინო გამოყენება.
   ბირთვული ფიზიკის ბოლო მიღწევების გამოყენება სიმსივნის საწინააღმდეგო თერაპიაში გახდა შესაძლებელი. თუმცა ქირურგია და ქიმიოთერაპია ჯერჯერობით ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის ძირითად მეთოდებად რჩება.
  დღეისათვის ადრონული თერაპია ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის ყველაზე პერსპექტიული საშუალებაა. ეს მეთოდი დაფუძნებულია ნახშირბადის პროტონებისა და იონების კონის გამოყენებაზე. ის ღრმად განლაგებული და რადიორეზისტენტული სიმსივნის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის საშუალებას იძლევა.
ადრონული თერაპიის უპირატესობა ისაა, რომ სწრაფად მოძრავი იონები ადვილად ფორმირდება შესაბამისად მიმართულ ვიწრო კონებად. ნახშირბადის იონების შეღწევა თითქმის გაუფანტავად ხდება, ამიტომ ადვილია მათი ზუსტი ფოკუსირება ავთვისებიანი წარმონაქმნის მიდამოში. იონები აღწევს ცოცხალ ქსოვილში აუცილებელ სიღრმემდე (ეს დამოკიდებულია კონის ენერგიასთან).

   კონები აზიანებს მხოლოდ კიბოს უჯრედებს, სიმსივნის გვერდით განლაგებულ ჯანსაღ ქსოვილს პრაქტიკულად არ ეხება. სიმსივნის უჯრედში ხდება დნმ-ის ორმაგი სპირალის მრავალჯერადი გაწყვეტა, რის შემდეგაც სიმსივნის უჯრედებს გადარჩენის 
შანსი აღარ რჩება.

   ტრადიციული სხივური თერაპიის (რადიოთერაპია) პრინციპი სხვანაირია. მისი მოქმედება დაფუძნებულია დასხივების შემდეგ, ჯანმრთელი და კიბოს უჯრედების მოლეკულების დნმ-ის აღდგენის სხვადასხვა უნარზე. დასხივების ზემოქმედებით ხდება დნმ-ის სპირალის ერთჯერადი დაზიანება, მაგრამ ჯანმრთელ უჯრედებში დნმ სწრაფად აღდგება, დაავადებულში კი არა. სიმსივნის უჯრედების გამრავლება ნელდება ან წყდება. სხივურ თერაპიას ბევრი მინუსი გააჩნია. იდეალური თერაპია უნდა მოქმედებდეს დაავადებულ ქსოვილებზე და არ ეხებოდეს ჯანმრთელს. ამასთან, ზოგიერთი სიმსივნე სუსტად მგრძნობიარეა დასხივებისადმი (რადიორეზისტენტული სიმსივნეები).
გარდა შერჩევითი ზემოქმედებისა, სხივურ თერაპიასთან შედარებით, ადრონული თერაპიის ბიოლოგიური ეფექტურობა რამდენიმეჯერ მაღალია. მკურნალობის მოქმედება 80-90%-ს აღწევს. მკურნალობის მთელი კურსი შეიძლება შეადგენდეს ერთიდან ათ სეანსამდე, სხივური თერაპია კი ითხოვს დასხივების 30-დან 40-მდე სეანსს.
  მეცნიერები დღემდე კამათობენ იმაზე, გამოდევნის თუ არა ადრონული თერაპია მკურნალობის ზოგადად მიღებულ მეთოდებს - ქირურგიას და ქიმიოთერაპიას. ადრონული თერაპია თანამედროვე, კომბინირებული მკურნალობის სისტემის ნაწილია. ის არ გამორიცხავს ქიმიოთერაპიასა და ქირურგიას, თუმცა, ბირთვული ფიზიკის უკანასკნელ მიღწევებზე დაფუძნებული უახლესი ტექნოლოგიების გამოყენება დღითი დღე ფართოვდება.

  ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის კოორდინაციით ევროპაში იქმნება ადრონული თერაპიის საერთაშორისო კვლევითი ცენტრების ქსელი (ENLIGHT). ასეთი კომპლექსები უკვე გახსნილია გერმანიაში, იტალიაში, ავსტრიაში, საფრანგეთში, იაპონიაში. განზრახულია კომპლექსების გახსნა ბელგიაში, შვედეთსა და ჩინეთში.




    სიმსივნის მკურნალობის უახლესი მეთოდისადრონული თერაპიის დანერგვა საქართველოში, თბილისის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროექტის ფარგლებში იგეგმება.
   „ადრონული თერაპიის მეთოდი, დღესდღეობით არის ყველაზე ეფექტური სიმსივნური დაავადებების სამკურნალოდ და ამაზე უფრო მეტად ეფექტური მკურნალობა დღეისათვის არ არსებობს აღნიშნა რადიო ფორტუნასთან საუბრისას მეცნიერებათა დოქტორმა, ბიოლოგმა, თსუ, ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის წარმომადგენელმა ნონა ასათიანმა.
მისივე განმარტებით, სიმსივნური დაავადებების ადრონული თერაპიით მკურნალობა განსაკუთრებით ეხება ისეთი ლოკალიზაციის სიმსივნეებს, რომელთა მიმართ ქირურგიული ჩარევა ძნელი და თითქმის შეუძლებელია. ასევე მნიშვნელოვანია მეტასტაზების ნიველირებისათვის.
   ”მთვარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ დასხივების სამიზნე არის უშუალოდ სიმსივნე და არა სიმსივნის შემდგომი ქსოვილები და ორგანოები. ის ორგანოები და ქსოვილები, სადაც ამ მეთოდით მკურნალობის შემთხვევაში სხივი არ გაივლის, მაქსიმალურად დაცული და უვნებელი რჩებიან. ამ კუთხით განსხვავებულია მდგომარეობა ქიმიოთერაპიის დროს, რადგან ამ დროს ყველა ორგანო ქიმიური დასხივების ქვეშ ექცევა და გარკვეულწილად ზიანდება. ადრონული თერაპიის მეთოდი სწორედ სიმსივნის ირგვლივ მდებარე ქსოვილებისა და ორგანოების დაუზიანებლელ შენარჩუნებას უზრუნველყოფს.
   ამასთან, ადრონული თერაპიიდან ყველაზე უფრო დახვეწილი მეთოდია კარბონოთერაპია, ამ დროს, დასხივებისას ხდება სიმსივნური უჯრედის დნმ-ის ორმაგი სპირალის მრავალჯერადი წყვეტა და დნმ ვერ ასწრებს აღდგენას, რეგენერაციას სწორედ ამაშია ამ მეთოდის უნიკალურობა განმარტა ნონა ასათიანმაშეკითხვაზე, შეიძლება თუ არა აღნიშნული მეთოდით მკურნალობა იმ პაციენტმა გააგრძელოს, რომელმაც უკვე ჩაიტარა სხვა, მაგალითად ქიმიოთერაპიის კურსი, ნონა ასათიანმა აღნიშნა, რომ ეს ალბათ ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში ექიმის გადასაწყვეტია იმის მიხედვით, რამდენად დააზიანა მკურნალობის სხვა მეთოდმა სიმსივნის ირგვლივ მდებარე ქსოვილები და ორგანოები.
მისივე თქმით, ადრონული თერაპიის მეთოდი, მეცნიერებაში ბოლო სიტყვაა, რომელიც ჯერ კიდევ დახვეწის პროცესშია, თუმცა რამდენიმე ქვეყანაში უკვე აქტიურად გამოიყენება და არსებობს დადებითი შედეგების სტატისტიკაც. ნონა ასათიანის ინფორმაციითვე, ადრონული თერაპიის ცენტრები ფუნქციონირებს გერმანიაში, იაპონიაში, იტალიაში, ასევე იგეგმება კარბონული ტერაპიის ცენტრების მშენებლობა ამერიკაშიც. თუმცა, აქვე ისიც აღსანიშნავია, რომ კარბონული თერაპია სიმსივნური დაავადების მკურნალობის საკმაოდ ძვირადღირებული მეთოდია.
რაც შეეხება საქართველოში ადრონული თერაპიით მკურნალობის ღირებულებას, ამაზე ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს.
   ნონა ასათიანის ინფორმაციით, საქართველოში ექიმები არ ფლობენ ადრონული თერაპიის მეთოდით მკურნალობას, თუმცა უცხოელი სპეციალისტები მზად არიან, ქართველ სტუდენტებსა თუ კოლეგებს ამ მეთოდის შესახებ ცოდნა გაუზიარონ.




Комментариев нет:

Отправить комментарий