ქართველი მეცნიერები ცერნში

    შვეიცარიისა და საფრანგეთის საზღვარზე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში – CERN-ის ლაბორატორიაში, ადგილზე, სადაც ათასობით მეცნიერი სამყაროს შექმნის საიდუმლოს ამოცნობას ცდილობს, ქართველი ფიზიკოსებიც უკვე წლებია წარმატებით მოღვაწეობენ.
საქართველოსა და CERN–ს შორის ურთიერთობა 1996 წლიდან დაიწყო. CERN-ის ლაბორატორიაში განთავსებული ადრონული კოლაიდერი დღეს ექსპერიმენტული მონაცემების დაგროვების სტადიაშია. კოლაიდერის შექმნასა და მისი გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერთა შორის, ქართველებიც მონაწილეობენ. მათი კვლევის ძირითადი საგანია: როგორი იყო სამყარო მისი წარმოქმნის დროს, 14 მილიარდი წლის წინ პირველ მიკროწამებში; როგორ შეიქმნა პირველი ელემენტარული ნაწილაკი, ატომი, მოლეკულა, შემდეგ კი - ვარსკვლავები, პლანეტები და გალაქტიკები; რა არის შავი ხვრელი; განვითარების რა გზა გაიარა და როგორი დასასრული ექნება სამყაროს. 
ერთ–ერთი უდიდესი ექსპერიმენტი, რომელიც CERN-ში მიმდინარეობს, არის „ატლასი“, რომლის ერთ–ერთი ხელმძღვანელი ირაკლი მინაშვილია.
   ირაკლი მინაშვილის ბიოგრაფია.


  CERN-ი მსოფლიოში უდიდესი, მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიაა. იგი 1954 წელს დაარსდა. ჰყავს 22 წევრი ქვეყანა, რომლებიც აფინანსებენ. საქართველო ცერნის წევრი ქვეყანა არ არის, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის სახელით აქ ყოველწლიურად ათეულობით ქართველი მეცნიერი მუშაობს.
ფიზიკოსი ალექსი (ლექსო) მესტვირიშვილი 1996 წლიდან თანამშრომლობს ცერნთან, ამჟამად იგი ამერიკის შეერთებულ შტატებში აიოვას უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერია, თუმცა  2005 წლიდან ფიზიკურად მისი სამუშაო ადგილი ცერნია. ის არის CERN-ის CMS ექსპერიმენტის ავტორი. ხელფასს კი ამერიკული უნივერსიტეტი უხდის.
  ალექსი მესტვირიშვილის ბიოგრაფია.




 სოფიო პატარაია
   ქართველ ფიზიკოსთა ძალიან დიდი ნაწილი მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში მოღვაწეობს. სწორედ ამ ინსტიტუტების სახელით მონაწილეობენ ისინი შვეიცარიაში მდებარე ევროპის ბირთვული კვლევის ცენტრში (CERN) მიმდინარე კვლევებში. ასეთ მეცნიერთა რიცხვს განეკუთნება სოფიო პატარაია. იგი მსოფლიო ექსპერიმენტში გერმანიიდან მოხვდა.
   სოფიო პატარაიას ბიოგრაფია.



    ქართველ ფიზიკოსთა დიდი ნაწილი მსოფლიოს წამყვან ინსტიტუტებში მოღვაწეობს. მათ რიცხვს განეკუთნება დიდ ბრიტანეთში მოღვაწე მეცნიერი, ფიზიკოსი ვახტანგ ქართველიშვილი. მისი სამეცნიერო კარიერა 1980-იან წლებში დაიწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ  ასპირანტურაში სწავლის სამწლიანი პერიოდი რუსეთში, პროტვინოს ინსტიტუტში გაატარა. პროტვინოდან საბჭოთა კავშირის განათლების სამინისტროსა და ბრიტანეთის საბჭოს ერთობლივი პროექტით, 10-თვიანი გაცვლითი პროგრამით სტაჟირებისთვის
გააგზავნეს  ბრიტანეთში, მანჩესტერის უნივერსიტეტში.
  ვახტანგ ქართველიშვილის ბიოგრაფია.



  პროფესორი დვალი დღესდღეობით ითვლება ავტორიტეტად თეორიული ფიზიკის დარგში. ძირითადად მუშაობს ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის განხრით. მისი კვლევის სფეროა კოსმოლოგია, კვანტური გრავიტაცია, ადრეული სამყაროს ევოლუცია.
  გიორგი დვალის ბიოგრაფია.

Комментариев нет:

Отправить комментарий